c’est la vie…

სტანდარტული

ცისფერი ბურთის  მიკროსკოპულად პატარა ბინადარს, One of the awesome handwritten spreads inside "Show Your Work" by Austin Kleon. Click through to see all the books that have provided me creative encouragement.რომელსაც კიდევ ერთი დღე გაუთენდა, გუშინ დღევანდელი დღის ეშინოდა, დღეს ხვალინდელის ეშინია. სინამდვილეში კი ყველა დღე ერთმანეთს ჰგავს. იღვიძებ, თვალებს ახამხამებ, გადაწევ ფარდას და ისევ წვიმს, მერე სააბაზანოში შედიხარ, სამზარეულოში  ისევ იმ გაზზე ადუღებ ყავას, რაზეც გუშინ და ათი წლის წინ. უკვე რამდენი წელია უშაქრო ყავას სვამ… ისევ იმ სიგარეტს ეწევი რასაც გუშინ და ათი წლის წინ… ისევ წლებისწინანდელ ძველ შპალერს მიშტერებიხარ და ფიქრობ ადამიანებზე, რომლებიც  წლებია შენ გარშემო ტრიალებენ.. ისევ საღამო, მერე ღამე. სიზმრებიც თითქმის არ არის, ან თუ არის სიუჟეტებიც უკვე დაზეპირებული გაქვს.

რისი გეშინოდა? ცვლილების… რაღაც ახლის გეშინოდა და ასე მოხვედი აქამდე, ცვლილებების გარეშე. დრო გადის, ყოველწამიერად გადის დრო და  შენ გარშემო არაფერი იცვლება. ოდნავი ცვლილებაც კი პანიკას გამოიწვევს შენში და აგირევს წლების განმავლობაში გაკვალულ გზას. კიდევ ბევრი წელი გავა და ეს რუტინა არ შეწყდება. ისევ ჯიუტად გაიმეორებ ერთსა და იმავეს. ყოველი დაძინების წინ ისევ ხვალინდელი დღის შიში მოგიჭერს გულზე და სუნთქვას შეგიხუთავს..  ახალი დღე კი აღარ მოვა და იმის გააზრებასაც ვერ მოასწრებ, რომ სათქმელის გარეშე დაამთავრე, ისე დაამთავრე, არც კი დაგიწყია…

დატოვე კომენტარი