Tag Archives: ლიტერატურული პრემია

ჩერნობილის ლოცვა

სტანდარტული
ჩერნობილის ლოცვა

წარმოიდგინე, რომ ცხოვრობ მშვენიერ მზიან მხარეში, ცხოვრობ ჩვეულებრივად: სეირნობ, მეგობრებს უღიმი, ცეკვავ, მღერი, გიყვარს, მომავლის გეგმებს აწყობ და იმედით შეჰყურებ მომავალს.  Read the rest of this entry

უძილომ პოსტი არ უნდა დაწერო

სტანდარტული

    მაგრად მეძინება, წუხელ წვეთი არ მიძინია. ლექტორს თემა ღამის ხუთის ნახევარზე გადავუგზავნე, მაგ კაცს მგონი ღამურა ვგონივარ. დილით ვიბანავე და სველი თავით გამოვიქეცი უნივერსიტეტში ტაქსის მძღოლმა იმდენი მაბოდიალა  ერთი ფიქრი ისიც ვიფიქრე ხომ არ მიტაცებს მეთქი.
უნივერსიტეტის შესასვლელში ჩემი ლექტორი სიგარეტს აბოლებდა, არა ამ კაცს რომ ვხედავ ბედნიერი ვხდები  მიუხედავად იმისა რომ იძახის მკაცრი ვარო. მე ბევრი ვინმეს დანახვაზე ვხდები ბედნიერი და გია ნამდვილად არის ერთ-ერთი მათგანი.
ლექციაზე მარქსზე ვილაპარაკეთ  ლექტორს სულ აკანკალებდა ზიზღისგან. ბევრი შეკითხვა მქონდა მაგრამ ვიფიქრე სემინარისთვის შევინახავ მეთქი. გიას ლექციაზე შეკითხვას ვერ დასვამ, სწრაფად გადადის თემიდან თემაზე. ლექციაზე იმდენი ვიცინეთ მინდოდა სულ გაგრძელებულიყო არადა ეს საგანი ურთულესად ითვლება  ჩემს უნივერსიტეტში არ ვიცი რატომ ალბათ აზროვნებას რომ მოითხოვს მაგიტომ?

ახლა ლიგამუსში ვარ, შემდეგ ლექციამდე კიდევ საათი და თვრამეტი წუთია. აქ ბევრი ხალხია მიუხედავად იმისა რომ ცივა ვერანდაზე მაინც არის რამდენიმე ადამიანი. ზუსტად ისეთი ამინდია მე რომ მიყვარს, ღრუბლიანი ცივი მაგრამ ყინვის გარეშე. ასეთ ამინდებში თავი ყოველთვის ძველ ფრანგულ ყავახანაში მგონია, ტყავის გრძელი სავარძლებით,ძველებური ინტერიერით, წინ ყავა და კრუასანი ან ბრიოში მიდევს……ჯანდაბას ჩემი თავი “ტრიუმფალური თაღის” გავლენა მაქვს აშკარად. ალბათ სინამდვილეში საფრანგეთში მხოლოდ ყავისა და კრუასანების სუნი არ ტრიალებს, როგორც მაშინ როცა რემარკს კითხულობ.
საღამოს ლიტერატურული პრემია “წეროს” დაჯილდოებაზე მივდივარ მწერალთა სახლში თუ მოვახერხე და საინტერესო ფოტოები გადავიღე ავტვირთავ. წიგნის ფესტივალი რომ გავმაზე ეგეც მეყოს, მაგრამ ყველაფერი ისე აუყვა ერთმანეთს, რომ ვერაფრით მოვახერხე, არადა მერაბ ნინიძის გაცნობის შანსი მქონდა. მოკლედ ამას რაღა ეშველება მაგრამ წინ უამრავი საინტერესო დღეა და აუცილებლად მოვყვები ყველაფერს დაწვრილებით… განვლილი საინტერესო შეხვედრების შესახებაც მალე დავწერ ცოტა მოგვიანებით, მანამდე კი ისიც საკმარისია რაც ვიბოდიალე, ბევრი ისეთი რამე დავწერე რასაც ერთმანეთთან კავშირი არ აქვს მაგრამ ჯანდაბას მისი თავი ამის მერე მეცოდინება რომ გამოუძინებელზე პოსტი არ უნდა დავწერო მანამდე კი ესეც საკმარისია.