Tag Archives: სიცოცხლე

ჩერნობილის ლოცვა

სტანდარტული
ჩერნობილის ლოცვა

წარმოიდგინე, რომ ცხოვრობ მშვენიერ მზიან მხარეში, ცხოვრობ ჩვეულებრივად: სეირნობ, მეგობრებს უღიმი, ცეკვავ, მღერი, გიყვარს, მომავლის გეგმებს აწყობ და იმედით შეჰყურებ მომავალს.  Read the rest of this entry

მაოს

სტანდარტული
მაოს

ბავშვურო და კიკინებიანო, დიდო ცუდო გოგო. შენ გახსოვს როგორ დავიწყეთ? არარომანტიული გარემოა დაკრძალვა მეგობრის შესაძენად მაგრამ როგორც ყველაფერი დანარჩენი არც ესაა დამოკიდებული ჩვენზე. მგონი შვიდი წლის ვიყავი?  ახლა რომ ვფიქრდები  იმხელა სხვაობა გვაქვს ასაკში რომ საერთოდ არაფერი გვესაქმებოდა ერთმანეთთან თუ იმას არ ჩავთვლით რომ შეიძლება შოკოლადი გეყიდა ჩემთვის…
დრო გავიდა, ჩემი კიკინები დაიშალა, შენი-არა. ალბათ ნიჭი მაქვს ადამიანებთან ურთიერთობის თორემ აბა როგორ შეიძლება მე შენი სინდისი ვიყო როგორც შენ მეძახი ხოლმე. მართლა მიკვირს მაგრამ ჩვენ დღეს მართლა მეგობრები ვართ.შენ როგორც ამბობ ხოლმე ან მთელი ცხოვრება უნდა მემეგობრო ან უნდა მომკლა. თუ ჩემი აზრი გაინტერესებს მე კენტი რიცხვები მიყვარს. არც არაფრის შეცვლა არ მინდა. მე ისეთი მიგიღე როგორიც ხარ და ერთი წამის მეასედითაც არასოდეს ვინანებ. შენ რომ ისეთი არ იყო როგორიც ხარ შენი კი არა ჩემი ცხოვრებაც მოსაწყენი იქნებოდა, ბედნიერი ვარ რომ გიცნობ. მე რომ ფლობერი ვიყო შენ ბოვარი იქნებოდი ოღონდ დარიშხანის მაგივრად ყავას დალევდი ჩემთან ერთად… აი იმ ძველ კაფეში ჩვენ რომ ვიცით და მომიყვებოდი შენს ისტორიებს რომლებზეც მე მწარე კომენტარებს გავაკეთებდი მაგრამ შენ ზუსტად გეცოდინებოდა როგორ უნდა გაგეგო იქს ფრაზა კონკრეტულ შემთხვევაში. არც მე ვარ ფლობერი და არც შენ ხარ ბოვარი მაგრამ ცხელი ყავა და შენი ისტორიები მაინც არასოდეს მბეზრდება.
თუ ამ სამყაროში სული როგორც მატერია არსებობს იმ იქს განზომილებაში სადაც დაბადებამდე ვიყავით მგონი ერთად ვიყავით. შენ ხომ ზუსტად იცი რომ მე და შენ თუნდაც მთელი სამყარო ჩაბნელდეს სინათლეს მაინც ავანთებთ სხვებისთვის კი არა პირველ რიგში საკუთარი თავებისთვის. სხვამ რომ ვერც გაიგოს ხომ იცი რომ მე მაინც გაგიგებ და თუ ოდესმე ვერ გაგიგებ მიუხედავად იმისა რომ ვერ გაგიგებ, მიუხედავად იმისა რომ არ დაგეთანხმები მაინც მოგისმენ და როცა მოვა დრო და შენ მეტყვი რომ მე მართალი ვიყავი მე გეტყვი-  დაიკიდე ჯივზ, სანამ ცოცხალი ხარ შემდეგი ცდა ყოველთვის გაქვს.
რატომ? იმიტომ რომ რაღაცები მორალზე მაღლა დგას, იმიტომ რომ რაღაცები ზოგჯერ უფრო მეტია ვიდრე ყველაფერი ერთად იმიტომ რომ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ  ცხოვრება ამითაა საინტერესო, იმიტომ რომ ეს ჩემი გასაკეთებელია, იმიტომ რომ ცვილის ფიგურებს ერთ დღეს მტვერი დაედება  და ერთ დღეს როცა სარკეში ჩავიხედავ და ნაოჭების დათვლას ვეღარ ავუვალ, როცა ჯერ ისევ ჩემს აზრს მნიშვნელობა ექნება, როცა ჩემი შვილიშვილისათვის რჩევის მიცემას დავაპირებ, ერთ დღეს როცა ჯერ ისევ არ იქნება გვიანი, მე მას მოვუყვები რომ ვიცნობდი გოგონას, რომლის კიკინები ცხოვრებამ ვერ დაშალა, რომელმაც კი არ იცოცხლა იცხოვრა რომელსაც ვერ გაუგეს მაგრამ მაინც არ გაჩერდა რომელიც პატარა ქალაქის ძველებურ კაფეში ჭიქა ყავის თანხლებით მიყვებოდა როგორ არ უნდა დანებდე. როგორ უნდა გიყვარდეს მიუხედავად ყველაფრისა, გიყვარდეს მიუხედავად დამსახურებისა,გიყვარდეს სიცოცხლე მთელი თავისი არსით როგორ არ კლავდე მაშინ როცა ამისი ყველა მიზეზი გაქვს. როგორ აწიო თავი მაშინ როცა ნებისმიერი დახრიდა  შენს ადგილას. მასწავლა, რომ სანამ ცოცხალი ხარ შემდეგი ცდა ყოველთვის არსებობს….ცუდ გოგოებსაც შეიძლება გაუგო მთავარია გინდოდეს…